Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარი:“ ინტერის დატოვების მიზეზი არ მაქვს“

მილან შკრინიარმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნერაძურის დატოვებას არ აპირებს.

„მე მიჩვეული ვიყავი, რომ ყველა თამაში სასტარტოში უნდა დამეწყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თამაში ყოველ მესამე დღეს გვიწევდა, გარკვეული მატჩების დაწყება სკამზე მომიწია.

„შემდეგ მწვრთნელმა ისეთი XI დააყენა, რომელიც საჭიროდ მიიჩნია. რა თქმა უნდა, მე მოედანზე უფრო ხშირად მსურს გამოჩენა, თუმცა მთავარი გუნდის წარმატებაა.

„ინტერთან კონტრაქტი კიდევ 3 წელი მაკავშირებს და გუნდს ჩემთვის არასოდეს უთქვამს, რომ ჩემი გაშვება სურს. მწვრთნელი მენდობა და გუნდის დატოვების მიზეზი არ მაქვს.

„გუნდში 30 ფეხბურთელი ირიცხება და ყოველთვის ძირითადში ვერ მოხვდები, ამაზე საერთოდ არ ვღელავ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.