Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარი ინტერში რჩება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი მილან შკრინიარის გაყიდვას აღარ აპირებს და მის შესაძლო შემცვლელებზე მუშაობა შეწყვიტა.

გამოცემის მტკიცებით, ნერაძურის ხელმძღვანელობა გარისკვას არ აპირებს, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღეზე ნაკლები რჩება და მისი შემცვლელის გაფორმება შესაძლოა დარჩენილ დროში ვერ მოესწროს.

შკრინიარის შემცვლელებად ყველაზე ხშირად ნიკოლა მილენკოვიჩი და კრის სმოლინგი სახელდებოდნენ, თუმცა 25 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით გუნდში დარჩება, რაც ნ’გოლო კანტეს ინტერში ტრანსფერს ფაქტობრივად გამორიცხავს.