შკრინიარი ინტერში სეზონის ბოლომდე დარჩება
იტალიური მედიის ცნობით, მილან შკრინიარი ინტერს ზამთარში არ დატოვებს და ის სეზონის ბოლომდე ბენეამატას რიგებში დარჩება.
FcInterNews-ის ცნობით, ნერაძურის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ-სგან ოფიციალური წინადადება არ მიუღია, ახლა კი მისი გაყიდვა გვიანია, რადგან გუნდს მისი შემცვლელის გასაფორმებლად საჭირო დრო აღარ აქვს.
წყაროს ინფორმაციით, შკრინიარის პსჟ-ში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და ის ფრანგებს ზაფხულში შეუერთდება.