Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარი იტალიაში დაბრუნდა

21-დღიანი კარანტინის შემდეგ, მილან შკრინიარი მილანში დაბრუნდა და მკურნალობას იტალიაში განაგრძობს.

სლოვაკმა ფეხბურთელმა კორონა ვირუსზე ტესტი იტალიაში ჩაფრენისთანავე გაიკეთა და პასუხი საღამოს გახდება ცნობილი. ის შაბათს გასამართ მატჩს პარმას წინააღმდეგ გამოტოვებს, თუმცა თუ მისი პასუხი კორონა ვირუსზე უარყოფითი იქნება, შესაძლოა შკრინიარი მადრიდის რეალის წინააღმდეგ კონტეს განკარგულებაში იყოს.

25 წლის ფეხბურთელს თავისი შვილის ნახვის საშუალება პირველად ექნება, რომელიც გასულ კვირას დაიბადა.