Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარი იტალიაში დღეს დაბრუნდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერის ცენტრალური მცველი მილან შკრინიარი მილანში დღეს დაბრუნდება.

სლოვაკ ფეხბურთელს კორონა ვირუსი 3 კვირის წინ დაუდასტურდა და ჯერჯერობით გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს, ამიტომ გუნდმა სამშობლოდან მისი უსაფრთხო ტრანსფორტირება უზრუნველყო და ფეხბურთელი მკურნალობას იტალიაში განაგრძობს.

ამ ეტაპისთვის ის ინტერის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც კორონა ვირუსი აქვს.