Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარი:“ კონტესთან პრობლემები არასოდეს მქონია“

მილან შკრინიარმა ვერონასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან წინა 2 მატჩში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და დღეს 3 ქულის მოპოვება უმნიშნელოვანესი იყო.“

შკრინიარი ახლა ინტერის ძირითადის უცვლელი წევრი გახდა, მაგრამ კონტეს გუნდში მისვლის საწყის ეტაპზე მას ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა.

„მე და კონტეს ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და არანაირი პრობლემა არ გვქონია, მე უბრალოდ დრო მჭირდებოდა, რომ 3-მცველიანი ტაქტიკისთვის ალღო ამეღო. მიხარია, რომ გუნდის დახმარებას ვახერხებ, თუმცა ახლა კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.“