Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარი:“ კონტეს წასვლის მიზეზი ახლაც არ ვიცი…“

მილან შკრინიარმა, რომელიც სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, გასული სეზონი შეაფასა და კონტეს წასვლის შესახებ ისაუბრა.

„სეზონი ძალიან გრძელი და დამღლელი გამოდგა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მოვიგეთ ტიტული, რომელსაც ინტერის ქომაგები 11 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ და ამ ყველაფერმა ჩვენი შრომა ღირებული გახადა.

„ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოვარდნა ძალიან დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაგვაერთიანა და ამის შემდეგ სერია ა-ში მოგებათა კარგი სერია გვქონდა, რომლის დროსაც იუვე, მილანი და ატალანტა დავამარცხეთ.

„მწვრთნელმა თავისი საფეხბურთო ხედვა შესანიშნავად გადმოგვცა და ინტერის თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მინდორზე. კონტეს ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენთვის გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩანერგვა იყო, რის გამოც ფეხბურთელები ყველა მომენტში ბოლომდე ვიბრძოდით.

„ფაქტი, რომ ანტონიო კონტე გუნდიდან წავიდა, ახლაც ძალიან მაკვირვებს. მე ეს ყველაფერი მას შემდეგ გავიგე, რაც სეზონის ბოლოს სლოვაკეთში დავბრუნდი და ჯერაც არ ვიცი, თუ რატომ დაგვტოვა ანტონიომ.

„ჩემი მომავალი ? მე ინტერში დარჩენა და ნერაძრის ფერებში ტიტულების მოგება მსურს.“