Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარი:“ მე ინტერში დარჩენა მინდოდა…“

ინტერის მცველი მილან შკრინიარი გასულ ზაფხულს ტოტენჰემში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა სლოვაკი ფეხბურთელის მტკიცებით, მას გუნდიდან წასვლა არ სურდა და ბედნიერია, რომ ნერაძურიში დარჩენის საშუალება მიეცა.

„მე ძალიან ვამაყობდი, რომ ჩემი გაფორმებით ისეთი დიდი გუნდები ინტერესდებოდნენ, როგორიც ტოტენჰემია, თუმცა ინტერიდან წასვლა არასოდეს მდომებია. მე მაშინ ბედნიერი არ ვიყავი, რადგან ბევრი თამაში არ მიწევდა, თუმცა გუნდის წარმატება ყოველთვის მახარებდა.

„ახლა მე დავგრუნდი და მაქვს საშუალება, რომ ძირითადში სტაბილურად ვითამაშო, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ.

„სკუდეტო ? ყველა გუნდს სწამს, რომ გამარჯვება შეუძლია და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი შრომა და სტაბილურად კარგი თამაში დაგვჭირდება.“