Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარი მოურინიოს მთავარი სამიზნეა

ESPN-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი იანვარში ცენტრალური მცველის გაფორმებას შეეცდება და ჟოზე მოურინიოს მთავარი კანდიდატი ინტერის უკანახაზელი, მილან შკრინიარია.

ტოტენჰემს 25 წლის ფეხბურთელის გაფორმება ზაფხულშიც სურდა, თუმცა ნერაძურისთან მის ფასზე შეთანხმებას ვერ მიაღწია და ტრანსფერიც არ გამოვიდა, ინგლისელებმა კი ჯო როდონი გაიფორმეს.

ამის მიუხედავად, წყაროს ინფორმაციით ტოტენჰემს შკრინიარის ტრანსფერზე უარი არ უთქვამს და ტოტენჰემის კარგი შედეგის გათვალისწინებით, გუნდის ხელმძღვანელობა თანახმაა მოურინიოს მოთხოვნა დაუკმაყოფილოს.