შკრინიარი:“ პსჟ-სთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე…“
ინტერის ცენტრალურმა მცველმა მილან შკრინიარმა დაადასტურა, რომ პსჟ-სთან პრე-კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.
„დიახ, კონტრაქტი პსჟ-სთან უკვე გავაფორმე, თუმცა ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინში ვარ.“
შკრინიარის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება და ნერაძური იმედოვნებს, რომ პარიზელები სლოვაკის გაფორმებას იანვარში მოისურვებენ და მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდიან.