Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარი ტოტენჰემში გადასვლას დასთანხმდა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტოტენჰემმა მილან შკრინიარის დარწმუნება მოახერხეს და ფეხბურთელი მზად არის, კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

25 წლის სლოვაკი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არც ინტერი არ არის, თუმცა ნერაძური შკრინიარის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც ჯერჯერობით ტოტენჰემი არ აპირებს და იმედი აქვს, რომ სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით მის გაფორმებას 50 მილიონ ევროდ მოახერხებს.