Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარი:“ უდიდესი სიამოვნება…“

ინტერის უკანახაზელმა მილან შკრინიარმა ინტერის სეზონი სლოვაკურ გამოცემა Sport.sk-სთან შეაფასა.

„წარმოუდგენელი სიამაყის და სიამოვნების გრძნობა ამქვს. არ დავმალავ და გეტყვით, რომ სეზონის სტარტზე ნამდვილად არ მეგონა, თუ გავიმარჯვებდით.

„ეს ჩემთვის, გუნდისთვის და ინტერის მილიონობით ქომაგისთვის მთელი მსოფლიოს მასშთაბით უდიდესი სიამოვნებაა, რომელიც მათ 11-წლიანი ლოდინის შემდეგ ნამდვილად დაიმსახურეს.

„ეს ჩემს კარიერაში უდაოდ ყველაზე დიდი მიღწევაა. სერია ა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია და ვამაყობ, რომ ჩვენ ამ ურთულეს გამოწვევას თავი გავართვით.

„მინდა ეს ტიტული თითოეულ სლოვაკს მივუძღვნა, რომლებიც რთულ პერიოდში ყოველთვის გვერდით მედგნენ და მამხნევებდნენ, რაც საბოლოო ჯამში ძალიან დამეხმარა.“

გათიშვა