შკრინიარი:“ ჩემი მომავალი ? ამ თემაზე საუბრისთვის სწორი დრო არ არის…“
ინტერის უკანახაზელმა მილან შკრინიარმა პლზენთან მოახლოებულ მატჩსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ჩემი კონტრაქტის სიტუაცია ? მე ამ თემაზე მედიასთან არასოდეს მისაუბრია და ამას არც ახლა ვაპირებ. ჩვენ წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება და ახლა ჩემ მომავალზე საუბრის დრო არ არის.
„როდესაც ამ თემაზე რაიმე სიახლე იქნება, ამას პირადად ჩემგან გაიგებთ, იქამდე კი კომენტარის გაკეთებას კონტრაქტის თაობაზე არ ვაპირებ.
„პლზენს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც ტექნიკურად და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მათ კონტრ-შეტევებზე ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.“