Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარი:“ ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ“

შახტართან მატჩის შემდეგ, რომელშიც გასული სეზონის მსგავსად ნერაძურიმ მხოლოდ 1 ქულა აიღო, შეხვედრის MVP-მ მილან შკრინიარმა კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან დღეს გამარჯვება გვსურდა და მიზანს ვერ მივაღწიეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ შახტარმა კარგად ითამაშა და საკმაოდ ბევრი შანს იჰქონდა, თუმცა ჩვენ ჩვენი მომენტების უკეთ გამოყენება და სახლში 3 ქულის წაღება გვმართებდა.

„კარის მშრალად შენახვა სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენი მიზანი დღეს ეს არ ყოფილა. ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს და ნებისმიერი შედეგი გამარჯვების გარდა არ გვაკმაყოფილებს.

„ჯგუფში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, ამიტომ ახლა მომდევნო მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ.“