Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარი:“ ჩვენ ინტერის ფერები და ტიტული უნდა დავიცვათ“

ინტერის უკანახაზელმა მილან შკრინიარმა მომდევნო სეზონში ნერაძურის ამბიციებზე ისაუბრა.

„მინდა პირველ რიგში ბასტონის, ბარელას და მთელს იტალიას ევროპის ჩემპიონობა მივულოცო. გუნდმა და ქვეყანამ ეს შესანიშნავი მიღწევა უდაოდ დაიმსახურა.

„ასევე მინდა ლაუტაროს კოპა ამერიკას მოგება მივულოცო, რომელსაც ინტერში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და თავისი ტალანტის გამოვლენა ნაკრებშიც მოახერხა. დარწმუნებული ვარ, ის მომდევნო სეზონში უფრო ძლიერი დაბრუნდება.

„ინტერის მიზნები მომდევნო სეზონში ? ჩვენ ინტერის ფერების და ტიტულის დასაცავად უნდა ვიბრძოლოთ. წინ გასულ წელთან შედარებით უფრო რთული გამოწვევები გველოდება, რადგან სეზონს ჩემპიონის სტატუსით ვიწყებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვიქნებით.“