Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარმა პსჟ-სთან კონტრაქტი უკვე გააფორმა

ჯანლუკა დი მარციოს, ფაბრიციო რომანოს და სხვა გავლენიანი წყაროების ცნობით, ინტერის უკანახაზელმა მილან შკრინიარმა პსჟ-სთან პრე-კონტრაქტი უკვე გააფორმა და მისი ტრანსფერი პარიზულ გუნდში დროის საკითხია.

წყაროების ცნობით, პარიზელებს ზაფხულამდე მოცდა და მისი უფასოდ გაფორმება არ სურთ და სლოვაკის დამატებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდებიან.

პსჟ ინტერს შკრინიარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს, ბენეამატა კი თავის მხრივ შკრინიარის გაშვებას 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.