Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შკრინიარმა პსჟ-ში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილან შკრინიარმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

Gazzetta dello Sport-ის ინფრომაციით, სლოვაკი ფეხბურთელი ინტერის წინადადებაზე უარს იტყვის და გუნდს სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

წყაროს ცნობით, შკრინიარი დიდი ალბათობით პსჟ-ს შეუერთდება, რომელიც ხელფასის სახით მას 10 მილიონ ევროს, კონტრაქტის გაფორმებისას კი ერთჯერადი ბონუსის სახით 12 მილიონ ევროს სთავაზობს…