Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარს კვლავ კორონა ვირუსი აქვს…

ინტერის მცველი 2 დღის წინ იტალიაში დაბრუნდა და კორონა ვირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაიტარა, რომელიც სამწუხაროდ კვლავ დადებითია.

სლოვაკ ფეხბურთელს ვირუსი თვის დასაწყისში დაუდასტურდა, როდესაც ის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა.

შკრინიარს განმეორებითი ტესტირება ყოველდღე ჩაუტარდება და თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე 24 საათით ადრე მისი პასუხი ვირუსზე უარყოფითი იქნება, ის მადრიდის რეალთან მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.