Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარს კიდევ ერთი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

მადრიდის რეალს, მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედს კიდევ ერთი გრანდი შეემატა და მილან შკრინიარის გაფორმების სურვილი პსჟ-მაც გამოთქვა.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ფრანგები ტიაგო სილვას შემცვლელის ძიებაში არიან, რომელმაც გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ჩელსის შეუერთდა და მის იდეალურ შემცვლელად სწორედ შკრინიარს მიიჩნევენ.

წყაროს მტკიცებით, პსჟ-მ ინტერს ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა და მისი გაყიდვის წინააღმდეგი არც ინტერია, თუმცა მის ტრანსფერში მინიმუმ 65 მილიონის გამომუშავებას გეგმავს.

მოსალოდნელია, რომ პსჟ უახლოეს დღეებში ინტერს ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს, ბეპე მაროტამ და პიერო აუსილიომ კი უკვე იციან, თუ სად დახარჯავენ მის სანაცვლოდ მიღებულ თანხას, მათ აღნიშნული ფულით ნ’გოლო კანტეს და ემერსონ პალმიერის გაფორმება სურთ…

Leave a Reply

Your email address will not be published.