Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შკრინიარს კიდევ ერთი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ბოლო პერიოდში მილან შკრინიარის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ბევრი დაიწერა და მისი შეძენის სურვილი მანჩესტერულმა გრანდებმა გამოთქვეს,თუმცა მათ კიდევ ერთი გუნდი დაემატა.

Tuttosport-ის ინფორმაციით,ნერაძურის ცენტრალური მცველის გაფორმება მადრიდის რეალსაც მოუნდა.

მადრიდის რეალი შკირნიარის შეძენას გასულ სეზონშიც ცდილობდა,თუმცა მაშინ ინტერი მის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვდა,კონტეს გუნდში მისვლის შემდეგ კი ფეხბურთელი 3-მცველიან სისტემას ვერ მოერგო და ნერაძური მზად არის,სლოვაკი ფეხბურთელი 60 მილიონად გაყიდოს.

კიდევ ერთი გუნდი,რომელიც 25 წლის ცენტრალური მცველით ინტერესდება,ტოტენჰემია და არ არის გამორიცხული,რომ ინტერმა მის სანაცვლოდ ტოტენჰემიდან ტანგუ ნდომბელე მოითხოვოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.