Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შმიდტი:“ იუვენტუსის ჩამოწერა ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა…“

ბენფიკას თავკაცმა როჯერ შმიდტმა იუვენტუსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„იმაზე საუბარიც კი არ არის საჭირო, თუ რამდენად რთული მატჩი გველოდება. იუვენტუსს უმაღლესი დონის ფეხბურთელები და დიდებული მწვრთნელი ჰყავს, ჩვენ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გუნდზე ვსაუბრობთ.

„მართალია მათ სერია ა-ში კარგი პერიოდი არ აქვთ, მაგრამ იუვენტუსის ჩამოწერა ძალიან დიდი სეცდომა იქნებოდა. ჩვენ ვიცით, თუ რა შეუძლიათ მათ, მაგრამ ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების გვწამს. მე მინდა, რომ ბიჭებმა სიმამაცე გამოავლინონ, შემტევი ფეხბურთი აჩვენონ და სასურველი შედეგისთვის იბრძოლონ.“