Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

შობოშლაიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Sky Germany – ს ინფორმაციით, მილანის ერთ-ერთმა მთავარმა სატრანსფერო სამიზნემ, დომინიკ შობოშლაიმ მომავალი გუნდი აარჩია.

მილანის, არსენალის და მადრიდის რეალის ინტერესის მიუხედავად, ფეხბურთელმა ლაიფციგში გადასვლა გადაწყვიტა. ზალცბურგის სპორტული დირექტორი ლაიფციგში უკვე იმყოფებოდა და ტრანსფერის დეტალები შეათანხმა, რომელიც იანვარს გაოფიციალურდება.

გერმანული გუნდი ზალცბურგს 25 მილიონ ევროს გადაუხდის, და შემდგომში გაყიდვის შემთხვევაში, გარკვეულ პროცენტსაც დაუმატებს.