Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შობოშლაის აგენტი:“ არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს ჩვენი გზები გადაიკვეთოს“

გასული იანვრიდან მოყოლებული დომინიკ შობოშლაის მილანს უკავშირებდნენ, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად ლაიფციგის ფეხბურთელი გახდა.

შობოშლაის გაფორმება მილანის გარდა რამდენიმე ევროპულ გრანდს სურდა, თუმცა როგორც თვითონ განაცხადა, გუნდი იმის მიხედვით აირჩია, თუ სად ექნებოდა ყველაზე მეტი შანსი, რომ მოედანზე მეტი დრო გაეტარებინა.

ერთ-ერთ ინტერვიუში მილანის ინტერესი დაადასტურა და არ გამორიცხა, რომ ერთ დღეს ფეხბურთელი მილანის მაისურით ვიხილოთ.

„მილანი ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდია. მალდინის და მასარას გუნდის მომავალზე შესანიშნავი ხედვა აქვთ. მე მქონდა სიამოვნება, რომ მათთან მესაუბრა და მინდა ორივე მათგანს და მილანს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთოს.“