შომუროდოვი კარიერას სპეციაში გააგრძელებს
რომას ფორვარდი ელდორ შომუროდოვი კარიერას სპეციას რიგებში გააგრძელებს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, უზბეკი ფორვარდი სპეციას 6-თვიანი მშრალი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც რომა 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ჯალოროსის შომუროდოვის გაყიდვა ახლავე სურდა, მაგრამ მოთხოვნილი 10 მილიონი ევროს გადახრა არავინ ისურვა, ამიტომ მათ ფეხბურთელის არენდით გასხვისება მოუწიათ.