Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შომუროდოვი:“ მე და აბრაჰამს ერთად თამაში შეგვიძლია“

რომას ახალწვეულმა ელდორ შომუროდოვმა ტამი აბრაჰამთან კონკურენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას კონკურენცია არ აშინებს, თუმცა ორივე ფორვარდს ერთად თამაში შეუძლიათ.

„ჩემი რომაში ტრანსფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მოურინიო ჯერ ჩემს აგენტს, შემდეგ კი მე მესაუბრა და არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ასეთ მოკლე დროში მოგვარდებოდა.

„აბრაჰამი ? სიმართლე რომ გითხრათ, მისი გუნდში მოსვლა რთული სანახავი იყო, მაგრამ მე კონკურენცია არ მაშინებს. მოურინიომ იცის, რომ მე გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები და მეტიც, მე და ტამის ერთად თამაში შეგვიძლია, რადგან მე ფლანგზე თამაშის პრობლემა არ მაქვს.

„რომას მიზნები ? ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება და კონფერენს ლიგის მოგებაა.“