Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

შომუროდოვმა ტორინოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

რომას ფორვარდმა ელდორ შომუროდოვმა ტორინოსთან პირადი კონტრაქტის თაობაზე საერთო ენის გამონახვა შეძლო და გუნდების შეთანხმების მოლოდინშია.

უზბეკი ფორვარდი რომას 2021 წლის აგვისტოში ჯენოადან, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო და მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში მოედანზე გატარებულ 151 წუთში გატანილი 1 გოლი გახლავთ.

ნიკოლო სკირას ცნობით, 27 წლის ფორვარდს ტორინოში გადაბარგება სურს და სხვა წინადადებები უარით გაისტუმრა, ამიტომ რომას საერთო ენის გამონახვა სწორედ ტურინელებთან მოუწევს.