Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანორლუმ გალათასარაიში გადასვლა არ გამორიცხა…

მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს პასუხის მოლოდინშია, რომელსაც როსონერისთან მიმდინარე კონტრაქტი 20 დღეში ეწურება, თუმცა როგორც ჩანს თურქ ფეხბურთელს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

ჩალჰანოღლუმ თურქულ TV 100-ს კითხვაზე, განიხილავდა თუ არა ის გალათასარაიში ტრანსფერს, ასეთი პასუხი გასცა:

„მე ყველა იდეას განვიხილავ, წარმოუდგენელი რამ არ არსებობს. თუ კარგ წინადადებას მივიღებ, რატომაც არა ?…“