Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლი:“ პიოლიმ თავდაჯერებულობა შემმატა“

ბოდო/გლიმტთან დუბლის ავტორმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ DZAN-თან მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ვიცოდით, რომ წინ ურთულესი მატჩი გველოდა. გოლი საწყის წუთებში გავუშვით, თუმცა გუნდმა კარგი შესაბამისი რეაგირება მოახდინა, ბევრი საგოლე მომენტი შექმნა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

„იბრას არ ყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისია, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, როგორიც კოლომბოა, ეს თავის გამოჩენის შანსია. პირველი მატჩი და პირველი გოლი, მან შესანიშნავად დაიწყო და ასე უნდა გააგრძელოს.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მწვრთნელმა თავდაჯერებულობა შემმატა და ჩემს პოზიციაზე თავს კომფორტულად ვგრძნობ, რაც შედეგებზეც აისახება.“