Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუსთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

ჰაკან ჩალჰანოღლუსა და მილანს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და რაც დრო გადიდს, ფეხბურთელის უფასოდ გაფორმების მსურველების სია იზრდება.

თურქი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება და მხარეებს შეთანხმებამდე დაახლოებით 1.5-2 მილიონი ევრო აშორებთ.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, მანჩესტერ იუნაიტედის, ინტერის და იუვენტუსის შემდეგ, ჩალჰანოღლუს გაფორმების სურვილი პსჟ-მაც გამოთქვა.

წყაროს ინფორმაციით, ჰაკანის პრიორიტეტი მილანში დარჩენაა, მაგრამ ის მოთხოვნების კიდევ უფრო შემცირებას აღარ აპირებს.