Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუს აგენტი ახალ გუნდს ეძებს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტი თავისი კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიებაშია.

თურქი ფეხბურთელის კონტრაქტი მილანთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მას უკვე იანვარში შეუძლია, რომ სხვა გუნდთან კონტრაქტი გააფორმოს.

ჰაკანს მილანში დარჩენა სურს, თუმცა ის ხელფასის გაზრდას 2.5 მილიონიდან 6.5 მილიონამდე ითხოვს, რაზეც მილანი ჯერჯერობით უარზეა.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა თურქი ფეხბურთელის სამსახური რამდენიმე ევროპულ გრანდთან ერთად მილანის ინტერსაც შესთავაზა…