Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუს აგენტი მილანშია,ფეხბურთელი ახალ კონტრაქტთან ახლოს არის

თურქი ფეხბურთელის აგენტი მილანში შენიშნეს და როგორც მოსალოდნელი იყო,ჰაკან ჩალჰანოღლუ როსონერისთან სულ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

იბრაჰიმოვიჩის და დონარუმას კონტრაქტებთან ერთად,მილანი ჰაკანის ახალ ხელშეკრულებაზეც მუშაობს.მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წელს იწურება და როსონერის გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა ნამდვილად არ სურს.

ფეხბურთელმა მილანში დარჩენის სურვილი უკვე დააფიქსირა და მილანი მზად არის,მისი მოთხოვნა,ხელფასის გაზრდის შესახებ,დააკმაყოფილოს.ამჟამად თურქი ფეხბურთელი 2.5 მილიონ ევროს იღებს და ეს თანხა დაახლოებით 4 მილიონამდე გაიზრდება.მოსალოდნელია, რომ ის კონტრაქტს 2024 წლის ივნისამდე გააფორმებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.