Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუს აგენტი მილანშია

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ, როსონერი კიდევ ერთი ფეხბურთელის, ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ.

26 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ივნისში იწურება და სტეფანო პიოლის მოთხოვნით დიავოლო მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, რომლის მიხედვითაც თურქი ფეხბურთელი გუნდში 2024 წლის ივნისამდე დარჩება, მისი წლიური ანაზღაურება კი 2.5 მილიონიდან დაახლოებით 4 მილიონამდე გაიზრდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.