Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს აგენტი მილანშია

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტი გორდონ სტიპიჩი მილანშია და როსონერისთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობს.

წყაროს ინფორმაციით, თურქი ფეხბურთელი სეზონში 5 მილიონი ევროს მოთხოვნას განაგრძობს, მილანი კი თავის პოზიციაზე მყარად დგას და მას ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 4 მილიონ ევროზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ამ ეტაპისთვის ჰაკანს სხვა გუნდებიდან შეთავაზებები არ აქვს, თუმცა ის იმედოვნებს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და მის მიმართ ევროპული გრანდების ინტერესი გაიზრდება.