ჩალჰანოღლუს აგენტი:“ პოზიტიური შეხვედრა იყო…“
როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტი მილანის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებმა ახალი კონტრაქტის დეტალები განიხილეს.
ფეხბურთელის აგენტმა TMW-სთან კომენტარი გააკეთა:
„პოზიტიური შეხვედრა იყო. ჩვენ მოლაპარაკებების ფაზაზე ვართ და ვნახოთ, რა მოხდება. წინ რამდენიმე შეხვედრა კიდევ გველოდება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.“