Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუს აგენტი ფეხბურთელისთვის ახალ გუნდს ეძებს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჰაკან ჩალჰანოღლუს ახალ კონტრაქტზე მილანთან არც თუ ისე პოზიტიურად მიმდინარეობს და ფეხბურთელის აგენტი ჰაკანის სამსახურს ევროპის სხვადასხვა გრანდს სთავაზობს.

თურქი ფეხბურთელის კონტრაქტი მიმდინარე სეზონში იწურება და ის ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას 2.5 მილიონიდან 6 მილიონამდე ითხოვს, რის დაკმაყოფილებასაც ჯერჯერობით მილანი არ აპირებს.

ყველაზე მეტად ჰაკანის გაფორმებაზე მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობს და მზად არის, რომ ფეხბურთელის მოთხოვნები ხელფასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს.

26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.