Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუს აგენტსა და მილანს შორის კიდევ ერთი შეხვედრა ჩაინიშნა

იანვარი ჰაკან ჩალჰანოღლუს და ჯიჯო დონარუმას კონტრაქტებთან დაკავშირებით გადამწყვეტი იქნება.

მოლაპარაკებები ორივე ფეხბურთელის აგენტთან მიმდინარეობს, თუმცა პარალელურად ყველა მსურველს ფეხბურთელებთან მილანის გვერდის ავლით პირადი კონტრაქტის დეტალებზე საუბარი შეუძლიათ, რადგან ორივე მათგანი სეზონსი ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, როსონერის მაქსიმალური შეთავაზება ჯერჯერობით 3.5 მილიონი ევროა, ფეხბურთელმა კი თავდაპირველად მოთხოვნილი 7 მილიონი 5 მილიონამდე შეამცირა, მაგრამ მეტ დათმობაზე წასვლას აღარ აპირებს.

7 იანვარს გერმანიაში ლოკდაუნი სრულდება, რის შემდეგაც ჩალჰანოღლუს აგენტი გორდონ სტიპიჩი იტალიაში გაემგზავრება და მილანის წარმომადგენლებს შეხვდება.