Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს დარჩენა მილანში ზიეიჩის ტრანსფერს შესაძლებელს ხდის

ბოლო დღეებში მილანსა და ჩალჰანოღლუს შორის ახალი კონტრაქტის შესახებ პოზიტიური მოლაპარაკებები შედგა და თურქი ფეხბურთელის დარჩენა მილანში ზიეიჩის ხილვის შანსებს ზრდის.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ჰაკანმა კატარიდან მიღებული მსუყე წინადადება უარით გაისტუმრა და დიდი ალბათობით როსონერის წინადადებას დათანხმდება, რაც მილანს მისი შემცვლელისთვის გამოყოფილ 25-30 მილიონს დაუზოგავს, რისი გამოყენებას მილანს ზიეიჩის ტრანსფერში შეეძლება.

ჰაკიმ ზიეიჩი ბოლო დღეებში მილანს არაერთხელ დაუკავშირეს და მოროკოელი ფეხბურთელის მიმართ როსონერის ინტერესი არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაადასტურა. ბრიტანულ მედიაში ისიც დაიწერა, რომ ჩელსი 28 წლის ფეხბურთელის იჯარით გაშვებასაც არ გამორიცხავს, თუ დაინტერესებული მხარე მის ხელფასს სრულიად გადაიხდის…