Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს და მილანს შეთანხმებამდე 2 მილიონი აშორებთ

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მილანიდან ჰაკან ჩალჰანოღლუს და ჯიჯო დონარუმას უფასოდ წასვლის საფრთხეც უკვე იზრდება.

ორივე მათგანს როსონერისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მხარეები ახალ ხელშეკრულებებზე შეთანხმებას ჯერ ვერ ახერხებენ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანმა თურქ ფეხბურთელს ახალი წინადადებით მიმართა, რომელიც სეზონში ანაზღაურების სახით 4 მილიონს ითვალისწინებს, თუმცა მისი აგენტი 6 მილიონ ევროს ითხოვს…