Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს დრო მომდევნო კვირის ბოლომდე აქვს…

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოლო საათებში მილანი ჩალჰანოღლუს კონტრაქტზე გააქტიურდა და თურქ ფეხბურთელს საბოლოო წინადადება შესთავაზა.

MilanNews-ის ცნობით, როსონერი მზად არის კონტრაქტში 4 მილიონ ევროსთან ერთად ბონუსების სიტემა ჩანერგოს და საერთო ჯამში მისი ხელფასი 4.5 მილიონი ევრო იქნება, თუმცა მილანი პასუხს მომდევნო კვირის ბოლომდე ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქ ფეხბურთელთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს შეწყვეტს.

27 წლის ფეხბურთელს იუვენტუსს უკავშირებდნენ, თუმცა მაქს ალეგრის გუნდში მისვლის შემდეგ ბიანკონერი პასიურობს და მილანიდან წასვლის შემთხვევაში, ჰაკანი კარიერას დიდი ალბათობით პრემიერ ლიგაში, მანჩესტერ იუნაუტედის ან არსენალის რიგებში გააგრძელებს.

გათიშვა