Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს ესპანური გრანდი ეპატიჟება

ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი არაფერი ისმის და როგორც ჩანს, თურქი ფეხბურთელის მილანიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია.

27 წლის შემტევ ნახევარმცველს ბოლო კვირეებში იუვენტუსს უკავშირებდნენ, თუმცა მაქს ალეგრის ბიანკონერიში დაბრუნების შემდეგ ტურინელთა ინტერესმა იკლო და ფაქტობრივად მოლაპარაკებები შეჩერებულია.

თუმცა, ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, ჩალჰანოღლუს ტრანსფერით ბოლო საათებში კატალონიის ბარსელონა დაინტერესდა. ბლაუგრანას, როგორც სხვა ევროპულ გრანდებს, არც თუ ისე კარგი ფინანსური სიტუაცია აქვთ და მათ შემადგენლობის გაძლიერება უფასო ტრანსფერებით უწევთ. წყაროს ცნობით, აგუეროს გაფორმების შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარი სამიზნე ჩალჰანოღლუს დამატება იქნება.

გათიშვა