Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს თამაში მილანის წინააღმდეგ საეჭვოა

იტალიური მედიის ცნობით, ჰაკან ჩალჰანოღლუს ტრავმა, რომელიც მან მონცასთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, იმაზე სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე ამას სამედიცინო შტაბი ვარაუდობდა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თურქ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს, რის გამოც თურქი ნახევარმცველის თამაში სუპერ კოპას მატჩში, რომელშიც ნერაძურის მეტოქე მილანი იქნება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

წყაროს ცნობით, ჰაკანი განმეორებით შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, შეზლებს თუ არა თურქი ინძაგის განკარგულებაში დაბრუნებას.