Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს ინტერვიუს გამო, ინტერმა შესაძლოა ის დააჯარიმოს…

გუშინ მედიაში ინტერის ნახევარმცველის ჰაკან ჩალჰანოღლუს ინტერვიუ გავრცელდა (იხილეთ აქ), რომელშიც ის მილანურ დერბიში ცვლილებების გამო გუნდის თავკაცს სიმონე ინძაგის აკრიტიკებს.

ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჩალჰანოღლუმ აღნიშნული სიტყვები უარყო და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა მის ნათქვამს სხვა ინტერპრეტაცია მისცეს, თუმცა როგორც ჩანს, ნერაძურის ხელმძღვანელობას მისი სიტყვები მაინც არ მოეწონა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, ინტერის ხელმძღვანელობა თურქი ფეხბურთელის დაჯარიმებას განიხილავს.