Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩალჰანოღლუს იუვენტუსში ტრანსფერზე თურქეთშიც ალაპარაკდნენ

ჰაკან ჩალჰანოღლუს საგა გრძელდება და რაც დრო გადის, მისი მილანიდან წასვლა უფრო რეალური ხდება.

გუშინ მოგახსენეთ, რომ ჩალჰანოღლუ ტურინში იმყოფებოდა და იუვენტუსის ფეხბურთელთან, მერიჰ დემირალთან ერთად სურატების გადაღებას და ინსტაგრამზე გამოქვეყნებასაც არ მოერიდა, რამაც მისი იუვენტუსში შესაძლო გადასვლის შესახებ ჭორები უფრო რეალურად წარმოაჩინა.

დღეს თურქულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 26 წლის ფეხბურთელი იუვენტუსში გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს და ეს ვარიანტი უფრო ხიბლავს, ვიდრე მილანთან კონტრაქტის გახანგრძლივება.

ასეა თუ ისე, ჩალჰანოღლუს მსურველები ნამდვილად არ აკლია და თუ როსონერი მასთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდამდე კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ მოახერხებს, ჰაკანს კარიერის გაგრძელების არაერთი ვარიანტი ექნება, მათ შორის კი გამოკვეთილი ფავორიტი იუვენტუსია.