Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს მილანზე უკეთესი არც ერთი წინადადება არ მიუღია…

ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტთან დაკავშირებული საგა გრძელდება და იმის მიუხედავად, რომ თურქ ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მისი მომავალი კიდევ გაურკვეველია.

თურქი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 5 მილიონის მოთხოვნას განაგრძობს, მილანი კი 4-ზე მეტის გადახდას არ აპირებს. 27 წლის ფეხბურთელს იმედი ჰქონდა, რომ რომელიმე დაინტერესებული მხარე მას უკეთეს პირობებს შესთავაზებდა და ის მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა, თუმცა Tuttomercato-ს ცნობით, ჰაკანს ჯერჯერობით მილანზე უკეთეს კონტრაქტს არც ერთი მხარე არ სთავაზობს და შანსი იმისა, რომ ის როსონერის რიგებში დარჩება, ჯერ კიდევ არსებობს.