Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს სერიოზული ტრავმა არ აქვს, თუმცა…

მილანში ტრავმების მხრივ კრიზისი გრძელდება. ამჯერად დაზიანება გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ მიიღო და თურქი ფეხბურთელი ხვალინდელ დაპირისპირებას ტორინოსთან გამოტოვებს.

ჩალჰანოღლუმ ტრავმა გასულ ტურში, იუვენტუსთან მატჩის დროს მიიღო. მას გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სერიოზული ტრავმა არ დაუფიქსირდა, პიოლი მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს და ტორინოსთან მატჩში ის განაცხადშიც არ იქნება.

სანდრო ტონალი, რომელმაც იუვენტუსთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, პილის განკარგულებაში ბრუნდება, თუმცა როსონერის ტორინოსთან მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ალექსის საელემაეკერსი, მატეო გაბია და ისმალე ბენასერი ტრავმების გამო, ანტე რებიჩი და კრუნიჩი კი კორონა ვირუსის გამო ვერ დაეხმარებიან.