Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს 4 შესაძლო შემცვლელი მილანში

იტალიური მედიის ცნობით, ჰაკან ჩალჰანოღლუს მილანიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყდა და როსონერი მის შემცვლელს უკვე ეძებს.

MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერის თურქი ფეხბურთელის შესაძლო შემცვლელების 4-კაციანი სია უკვე შედგენილი აქვს.

პირველი და პრიორიტეტული სამიზნე უდინეზეს როდრიგო დე პაულია, თუმცა მაღალი ფასის და კონკურენციის გამო, როსონერი მის ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავენ, რომლებიც ატალანტას ილიჩიჩი, სევილიას პაპუ გომესი და სასუოლოს ჯურიჩიჩი გახლავთ.