Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუს 6 პოტენციური შემცვლელი მალდინის სიაში…

მილანმა სატრანსფერო ფანჯრის აქტიურად დაწყების შემდეგ მცირე პაუზა აიღო და გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვაზე მუშაობს, თუმცა უახლოეს პერიოდში როსონერი რამდენიმე პოზიციის დამატებას შეეცდება და მათ შორის უმნიშნელოვანესი შემტევი ნახევარმცველის გაფორმება იქნება.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, მილანს არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, მალდინი 6 კანდიდატიდან ერთ-ერთს აარჩევს.

წყაროს ცნობით, პრიორიტეტული სამიზნე ჩელსის ჰაკიმ ზიეიჩია, თუმცა მათ გარდა მილანი ისკოს, დანი სებალოსს, ხამეს როდრიგესს, ნიკოლა ვლაშიჩს და იოსიპ ილიჩიჩს განიხილავს, უკანასკნელი მათგანი კი შესაძლოა გუნდში მარჯვენა გარემარბის ამპლუით მოვიდეს.