ჩალჰანოღლუ:“ჩემი გუნდის იმედი მაქვს“

თურქი ფეხბურთელის თმით,მას თანაგუნდელების იმედი აქვს,რომ ევროპა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ყველა ღონეს იხმარენ.

მილანი კვირას რომას დაუპირისპირდება და იმედი აქვს,რომ ლეჩესთან მიღებულ დადებით განწყობას დედაქალაქელები ვერ გაუფუჭებენ.

მილანი სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება,რომა კი მე-5 ადგილზეა,ატალანტას 6 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის იმედი კიდევ აქვს.

„ჩემი თანაგუნდელების იმედი ყოველთვის მაქვს,ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ,დიდი გამოცდილება მხოლო იბრაჰიმოვიჩს აქვს,თუმცა გუნდში ნიჭი და ხარისხი უამრავია.

„მილანის მთავარი მიზანი ახლა ევროპა ლიგაზე გასვლაა,მენტალურად ჩვენ ძლიერები ვართ,თუმცა თამაშები ყოველ მე-3 დღეს გვიწევს და ფიზიკური კონდიციების შენარჩუნება საკმაოდ რთულია,თუმცა ჩემი გუნდის იმედი მაქვს,რომ ყველა ბოლომდე დავიხარჯებით და ჩვენს მიზანს მივაღწევთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.