Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ ატლეტიკოში, დე პაული მილანში ?

იტალიური მედიის ცნობით, ჰაკან ჩალჰანოღლუს ტრანსფერით კიდევ ერთი გუნდი – მადრიდის ატლეტიკო დაინტერესდა.

თურქ ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი რამდენიმე კვირაში ეწურება და როგორც მან გუშინ განაცხადა, საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რამდენიმე ინგლისური გუნდის შემდეგ, მისი უფასოდ დამატების სურვილი მადრიდის ატლეტიკომაც გამოთვა, რაც შესაძლოა მილანისთვის კარგი საიხლე გამოდგეს.

სტეფანო პიოლის ჩალჰანოღლუს შემცვლელად უდინეზეს დე პაულის დამატება სურს, რომლის ტრანსფერითაც ატლეტიკო სერიოზულად ინტერესდებოდა და ჩალჰანოღლუს სიმეონეს გუნდში გადასვლის შემთხვევაში, როსონერის სერიოზული კონკურენტი ჩამოცილდება.