Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ:“ გოლი და ასისტი ? მთავარი გუნდის წარმატებაა“

ჰაკან ჩალჰანოღლუმ ინტერის ოფიციალურ არხთან ნაპოლისთან მატჩის შესახებ ისაუბრა.

„გამარჯვების გამო ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ ვიცოდით, რომ წინ ურთულესი დაპირისპირება გველოდებოდა, მაგრამ ინტერმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

„გოლი და ასისტი ? რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთელისთვის ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა ჩემთვის მთავარი გუნდის წარმატებაა. ჩვენ პირდაპირ კონკურენტებთან აქამდეც კარგად ვთამაშობდით და დაუმსახურებლად ქულებს ვკარგავდით, თუმცა ნაპოლისთან საჭრო ქულები მოვიპოვეთ.

„ნაპოლის გოლს შეეძლო გავეტეხეთ, მაგრამ ინტერმა ძლიერი ხასიათი გამოავლინა და ჩვენ სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესი ქულები ავიღეთ, რამაც სხვაობის შემცირების საშალება მოგვცა.

„ახლა ჩვენ ცოტა უნდა დავისვენოთ და შახტართან მატჩზე ვიფიქროთ, რომელიც არანაკლებ მნიშნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სასურველი შედეგის მიღწევას ჩემპიონთა ლიგაზეც შევძლებთ.“